იამაიკის სამფეროვანი დროშა გერმანიის ბუნდესტაგშია, სადაც მიგრაციის საკითხებსა და ევროკავშირის მომავალთან ერთად, მარიხუანას ლეგალიზაციასაც განიხილავენ.
„იამაიკური კოალიცია“ გერმანიის მომავალი კოალიციური მთავრობის სახელწოდებაა, რაც სამი სხვადასხვა პარტიის ფერს აერთიანებს: ქრისტიან-დემოკრატების შავი, თავისუფალი-დემოკრატების ყვითელი და მწვანეთა პარტიის მწვანე ფერები სწორედ იამაიკის სახელმწიფო დროშას ემთხვევა.
ფედერალური არჩევნების შემდეგ, გერმანიის კოალიციური მთავრობა ფორმირებას თვე-ნახევარზე მეტია უშედეგოდ ცდილობს.