საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში

ქართული საპარლამენტო დელეგაცია ბერლინში ვიზიტს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილებით ასრულებს. ოთხი დღის განმავლობაში ბუნდესტაგსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს იმის მოლოდინი გაუჩინა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გერმანია იქნება ქვეყანა, რომელიც საქართველოს მხარს აქტიურად დაუჭერს.

თამარ წიკლაური დეტალებით ბერლინიდან.