საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

ბერლინში ქართული საპარალამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. კანონმდებლები პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებსა და ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაცია დღეს ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია.