გერმანიის ელჩის განცხადება

„წარმატებას ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს, გერმანიისა და საქართველოს მეგობრობას“- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. ფიშერის თქმით, გერმანიის საელჩო აქტიურად ითანამშრომლებს ახალ პრემიერ-მინისტრთან.

„გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ცხრა პუნქტი, რადგან წლევანდელი გრაფიკი ძალიან შეზღუდულია“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისივე თქმით, დავალების შესრულების შემთხვევაში, დეკემბერში შესაძლებელი იქნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირს წევრი რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ელჩმა.