ისევ პრობლემები აქვთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასულ საქართველოს მოქალაქეებს.
სამუშაო პირობების დარღვევის გამო 11 მიგრანტი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, თუმცა „პისიარ“-კვლევის პასუხის ლოდინის გამო ისინი გამოფრენას ჯერ ვერ ახერხებენ და აეროპორტში რჩებიან. 11-ვე მათგანი მარწყვის კრეფაზე დასაქმებული იმ 24-კაციანი ჯგუფიდანაა, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო და საცხოვრებელი პირობების დარღვევაში ადანაშაულებდა და შესაბამის ვიდეო-მასალასაც ავრცელებდა. „მოამბეში“ გასული არაერთი ვრცელი რეპორტაჟის და შესაბამისი უწყებების ჩარევის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ მიგრანტები სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანეს, თუმცა მხარეები ანაზღაურების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. საქართველოს 11 მოქალაქე სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს ქართველი მიგრანტების საქმეზე.