თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივი უნიკალური მემკვიდრეობით შეივსო.
ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის საარქივო მასალები, ლიტერატურული თარგმანები, პირადი წერილები და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები თბილისში ჩამოიტანეს. რიხარდ მეკელაინი წლების განმავლობაში გერმანიაში ქართული ენის და კულტურის პოპულარიზაციით იყო დაკავებული.
არქივში დიდი ქართველი მწერლების წიგნებიც მოხვდა, რომლებიც გერმანელმა ქართველოლოგმა თავადვე თარგმნა. ქართულ მხარეს მეკელაინის შვილის, ვოლფგანგ მეკელაინის პირადი არქივიც გადმოეცა, რომელიც ასევე ქართული კულტურით იყო დაინტერესებული. დოკუმენტები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.