ახალი რეალობა წლების განმავლობაში სადავო ტერიტორიაზე. ფაშინიანისთვის საომარი მოქმედებების შეწყვეტა მტკივნეული და საბრძოლო ვითარების ანალიზის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაა, აზერბაიჯანი კი ამ ნაბიჯს სომხეთის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებად მიიჩნევს. სამი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი სომხეთის მთავარ მოთხოვნაზე, ანუ ყარაბაღის რეგიონის სტატუსზე. ამავე შეთანხმებით, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის კიდევ ერთი კერა გაჩნდა. რა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ქმნის ცხრაპუნქტიანი დოკუმენტი, რომელმაც ყარაბაღის მრავალწლიან კონფლიქტში ძირეული გარდატეხა მოახდინა – თემას გივი ბარამიძე განაგრძობს.