ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად რამდენიმე საპროექტო ჯგუფი მუშაობს. პროექტირების ფარგლებში მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები. პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.