გეოლოგიური სამუშაოები ანაკლიაში

12:17, 17.06.2019

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად რამდენიმე საპროექტო ჯგუფი მუშაობს. პროექტირების ფარგლებში მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები. პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.

მსგავსი