რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა მცხეთის ქუჩაზე. სამართალდამცავები იმ პირის მეუღლის სახლში იმყოფებოდნენ, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის შემდეგ იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დააკავეს. ყოფილი პარლამენტარის და გენერლის მკვლელობის ბრალდება კი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.
მარიამ ქურდიანი მუშაობს მცხეთის ქუჩაზე.