გენადი მაკარიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკითხვებს პასუხობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების მოსმენა განახლდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას დღეს ორი კანდიდატი გადის. ორივე უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.

ოთხი საათი გაგრძელდა მერაბ ლომიძის მოსმენა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მუშაობს. ამ წუთებში გასაუბრებას გენადი მაკარიძე გადის, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

თემის დეტალები „მოამბეში“.