ქუთაისში „გემო ფესტი“ მიმდინარეობს – ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მისული სტუმრები ორი დღის განმავლობაში იმერული კერძების მოდერნიზებული ვერსიების დაგემოვნებას შეძლებენ. ფესტივალზე 22 კვების ობიექტია წარმოდგენილი. „გემო ფესტს“ მუსიკალურად ადგილობრივი და მოწვეული სტუმრების კონცერტები აფორმებს.
ნათია ქენქაძე ქუთაისიდან.