გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გაწეული საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშს წარადგენს. ამ წუთებში კომიტეტის საქმიანობის შესახებ პრესკონფერენცია იმართება. საუბარი შეეხება იმ სამუშაოს, რომელიც შესრულდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების – ICOMOS-ისა და ICCROM-ის რეკომენდაციებით.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი 6 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა.