გეგმიური აცრების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული.
ეპიდემიოლოგები კოვიდ-პანდემიის ფონზე ინფექციური დაავადებების აფეთქებას არ გამორიცხავენ. განსაკუთრებული აქცენტი წითელაზე კეთდება. იმუნიზაციის შემცირებას ექიმები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე იმ შიშს უკავშირებენ, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იყო. პედიატრები მშობლებს ბავშვების გეგმიური აცრებისკენ და გამოტოვებული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.