გაზსაცავის ახალი პროექტი

სატენდერო პროცედურების გამო, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის ვადამ გადაიწია.

არსებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოხდება, გაზსაცავი კი 2024 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება. პროექტს საერთაშორისო დონორები აფინანსებენ, ტენდერიც მათი ზედამხედველობით მიმდინარეობს. ახალი ენერგეტიკული ობიექტის ამოქმედება შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის გაზრდილ სატრანზიტო მოცულობას უკავშირდება. რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება საქართველოსთვის და რატომ გაჭიანურდა გაზსაცავის მშენებლობა დეტალები ნახეთ „მოამბეში“ 21:00 საათზე.