მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა  

სატენდერო პროცედურების გამო საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის ამოქმედების თარიღი შეიცვალა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია წლის პირველ კვარტალში დასახელდება, გაზსაცავი კი 2023 წლის ნაცვლად 2024 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება. პროექტს საერთაშორისო დონორები აფინანსებენ, მათი ზედამხედველობით მიმდინარეობს ტენდერიც. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის ამოქმედება შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის გაზრდილ სატრანზიტო მოცულობას უკავშირდება. გაზსაცავი თბილისთან ახლოს აშენდება, მისი საშუალებით ქვეყანა საშუალოდ 300 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის შენახვას შეძლებს.