მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა

სავარაუდოდ, 2022 წლიდან, საქართველო გაზმომარაგების მოულოდნელად შეფერხების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის გარეშე მაინც არ დარჩება. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ქვეყანაში გაზსაცავის მშენებლობა იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტისთვის, სესხს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. სამშენებლო სამუშაოებისთვის 150 მილიონი ევროა გათვალისწინებული. შესაბამისი ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმდეს.