ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სახლებში დამონტაჟებული გაზის მოწყობილობების მონიტორინგი დაიწყო.
„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლები ადგილზე ამოწმებენ, რამდენად სწორად არის გამათბობლები დამონტაჟებული და არის თუ არა გარეთ გატანილი ღია წვის კამერიანი დანადგარი. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ ამ აკრძალვის დარღვევაა ბუნებრივი აირის გაჟონვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. შემოწმების შედეგად რამდენიმე მოწყობილობის დემონტაჟი გახდა საჭირო. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, უბედური შემთხვევების პრევენციისთვის დადგენილ რეგულაციებს და სტანდარტებს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მაინც არ იცავს. პრობლემა ძირითადად გაქირავებულ ბინებს ეხება. ცალკე გამოწვევაა დარღვევების აღმოჩენის და გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ქსელზე თვითნებურად დაერთების შემთხვევები.