გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო გეგმის განხორციელების შემდგომ 7 000 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი.