„გაზაფხული აფხაზეთში“ ამ სახელწოდებით დღეს ქეთი დავლიანიძის გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა ბავშვობის მოგონებები ტილოზე გადაიტანა და 16 წლის ასაკში აფხაზეთში ნანახი გაზაფხული საკუთარ ნამუშევარში ასახა.
გამოფენაზე ოთხი ნახატია წარმოდგენილი, რომელიც ბიჭვინთის პანორამას, სოხუმის ბულვარს, რიწის ტბასა და რესტორან „გაგრიფშს“ ასახავს.