ქეთი დავლიანიძის პერსონალურ გამოფენა

ჯაზკლუბი „ზინგერი“ მხატვარ ქეთი დავლიანიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სახელწოდებით – “ჯაზი”, 10-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ხელოვანმა ტილოები ბოლო პერიოდში შექმნა და პოპულარულ მუსიკალურ მიმდინარეობას მიუძღვნა. გამოფენას მუსიკალურად რეზო კიკნაძის სიქსტეტი აფორმებდა.

ქეთი დავლიანიძის ნახატები საქართველოსა და უცხოეთის გალერეებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.