ქეთი დავლიანიძის პერსონალური გამოფენა

ქართველი მხატვრის, ქეთი დავლიანიძის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ცალკე სივრცე“ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 90 ნამუშევარი. მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს ტილოსა და ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები „ცალკე სივრცის“ რამდენიმე დარბაზს იკავებს. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს ნახატების რამდენიმე სერია, მათ შორის პირველად კი გრაფიკული სერია. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში ექვსი მარტის ჩათვლით დარჩება. აღსანიშნავია, რომ ქეთი დავლიანიძის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში აშშ-ში, ჩინეთში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში., საქართველოში კი სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ კოლექციაში.