კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია-მარათონი იმართება.
„გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის“, „ჰერას“ ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.