ლარის კურსი დღესაც დაეცა.
ბოლო 24 საათში ეროვნული ვალუტა თითქმის შვიდი თეთრით გაუფასურდა. ანალოგიური ტენდენციაა ევროსთან მიმართებითაც.
სპეციალისტები სავალუტო ბაზარზე შექმნილ ვითარებას თურქეთსა და ამერიკას შორის გართულებულ ურთიერთობას უკავშირებენ. დაპირისპირება კი ყოველდღიურად მწვავდება, რაც ლირის კურსზეც ავტომაყურად აისახება. თურქული ეროვნული ვალუტა ბოლო ერთ კვირაში თითქმის 20 %-ითაა გაუფასურებული. ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების ორმხრივი გაორმაგების შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ დღეს დამატებითი ეკონომიკური შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთში შექმნილი ფინანსური კრიზისი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების ყურადღების ცეტრში რჩება. „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ თურქული ლირის კრიზისი შესაძლოა გლობალურ კრიზისად იქცეს.