დღეს, საღამოს ლარი კიდევ გაუფასურდა. სავალუტო პუნქტებში ერთი დოლარის ფასი უკვე 2 ლარსა და 73 თეთრს აღწევს. სავალუტო ბაზარზე მიმდინარე რყევები, ბანკების მსესხებლების გარდა, სავაჭრო დახლებზეც აისახება.
სამომხმარებლო პროდუქტის ნაწილი უკვე გაძვირდა, იმპორტიორები სურსათის გაძვირებასაც პროგნოზირებენ. არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში მოუხდეს მისვლა ახსნა-განმარტებებისთვის.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა იწვევს ლარის თითქმის ყოველდღიურ გაუფასურებას.