ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ კიდევ ერთი თეთრით მოიმატა და 2.70 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, აქ ლარმა პოზიციები ერთი თეთრით გააუმჯობესა და 3.18 თეთრი შეადგინა.

ლარის გაცვლით კურსის ვარდნასთან ერთად, საქართველოში იზრდება ინფლაცია.  ერთი წლის განმავლობაში ამან ნაწილობრივ გავლენა იქონია პროდუქტის გაძვირებაზე. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა ნაცვლად ნავარაუდევი 4-პროცენტისა.

ფასები კი გაიზარდა:

ბოსტნეულზე – 28,4%;  ხილზე – 13,7%; რძის პროდუქტებზე – 11,7%;  ხორცპროდუქტებზე – 9,1%; ზეთზე – 7,6%; ჯანდაცვაზე – 5,8%; საწვავზე  – 30%. საწვავის გაძვირებაზე აქციზის მოსაკრებლის მატებაც აისახა.

როგორ გეგმავს ეროვნული ბანკი ინფლაციასა და ლარის გაცვლით კურსთან გამკლავებას. ამ შეკითხვებით გადაცემის მსვლელობისას, გვინდოდა ბანკის ვიცე-პრეზიდენტისთვის მიგვემართა, თუმცა სებ-ის პრესსამსახურისგან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში სტუმრობაზე დღეს უარი მიიღო.

თემაზე ვრცელი რეპორტაჟი მოამბის მთავარ გამოშვებაში გელოდებათ 21 საათზე.

სიუჟეტის ავტორი მარიამ ბერძენიშვილია.