უკვე 24 საათია, 28 წლის მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.
გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან გატაცებულ ზაქარია ბუთხუზის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მოქალაქე რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როცა საკუთარ ვენახს ამუშავებდა. ადგილი, სადაც გატაცება მოხდა, საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ოკუპირებულ არცევის მოსაზღვრე სოფელში ჰყვებიან, რომ მითითებული ტერიტორიიდან უკვე არაერთი ადამიანია გატაცებული. ბუთხუზის დაკავებას მისი ძმაც შეესწრო, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა.
გახშირებული გატაცებების ფონზე ისევ ჩაკეტილი რჩება ახალგორის ე.წ. გადასასვლელი, რაც გადაადგილების პრობლემის გარდა ადამიანთა ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. ოკუპირებულ რაიონში კიდევ ერთი ადგილობრივი გარდაიცვალა.