გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო პროვოკაციული მოქმედება.

შიდა ქართლის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დავით გერკეულს და ივანე გუნდიშვილს შეიარაღებული პირები წმინდა გიორგის სახელობის სალოცავთან დაესხნენ თავს.

ნინო ფისაძე იმყოფება სოფელ აძვში.