სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს.
პირველი შეხვედრა დღეს ბათუმში, აჭარის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მათ საკუთარი საქმიანობის ანგარიშს აცნობს და მათი საჭიროებების შესახებ ისმენს ინფორმაციას. აგვისტოში შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი.