ქართული სამზარეულოთი ცნობილი რეალითი-შოუს პროდიუსერი და წამყვანი ინტერესდება.
დევიდ მოსქოუ საქართველოშია და ქართულ კერძებს ეცნობა. გასტროტურიზმის ხელშესაწყობად მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვიზიტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დაიგეგმა. პირველი გაჩერება კახეთია, სადაც სტუმარს ქართველმა შეფ-მზარეულმა უმასპინძლა. ქართულ კულინარიაზე, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე საკუთარ შთაბეჭდილებებს მოსქოუ ვიდეორგოლში აღწერს, რომელსაც საქართველოს მიუძღვნის.