კულინარიული ტურიზმი საქართველოში

კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტროტურებს განაგრძობს. „აღმოაჩინე ის, რაც შენია – აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“– ამ პროექტის ფარგლებში, გასტროტური კახეთში მოეწყო. ტურში შეფმზარეულები, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ხაშმს, კარდენახს, სიღნაღს, ტიბაანს და ველისციხეს ესტუმრნენ, სადაც შეფმზარეულები მასპინძლებს კერძების მომზადებაში დაეხმარნენ და ადგილობრივ რეცეპტებს გაეცნენ. პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება.

მოამბე