ხმაურის ფონზე ჩაიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებამ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასმული კითხვების შინაარსმა გააღიზიანეს.
საბჭოს წევრებმა დღეს ერთმანეთს არაკომპეტენტურები უწოდეს. კითხვები, რომლებიც დღევანდელ გასაუბრებაზე მყოფ ორ მოქმედ მოსამართლეს დაუსვეს, ბიოგრაფიის და გამოცდილების გარდა კონკრეტულ მოსამართლეებთან მათ ურთიერთობასაც ეხებოდა.
შერჩეულ 50 კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის საბჭო ფარული კენჭისყრით მათგან 20 კანდიდატურას გამოავლენს. 20-ვე კანდიდატის სია უკვე პარლამენტს გაეგზავნება და პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.