გასაუბრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის მსურველებთან. საბჭოს წევრები სულ 121 პირს მოუსმენენ, რომლებმაც პირველი ეტაპი უკვე გადალახეს და გამოცდა ჩააბარეს.
ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ამ ეტაპზე არაუმეტეს 20 მსმენელის მიღების შესაძლებლობა აქვს.
საბჭოს არამოსამართლე წევრი სკოლის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.