არასამთავრობოების კვლევა

მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის გამოწვევები. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ კვლევა წარმოადგინეს.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ მოწყობასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებზე.

განხილულია იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის უფლებამოსილებების განაწილების საკითხი. კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია კონკურსსა და მსმენელთა შერჩევის ეტაპებზე.