საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს, 73 პაციენტი ემსხვერპლა, გამოვლინდა 4 031 ახალი შემთხვევა. გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაცია. იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო.