კოვიდინფიცირების ანტირეკორდი საქართველოში. უპრეცედენტოდ მაღალია დღიური მაჩვენებელი. ვირუსი ბოლო 24 საათში 3 666 მოქალაქეს დაუდგინდა. გარდაიცვალა 17 პაციენტი. 8,68%-ია დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი, რაც უტოლდება დეკემბრის შუა რიცხვების მაჩვენებელს, როცა ქვეყანა სრულად ჩაკეტილი იყო. საკოორდინაციო საბჭომ დღეს ახალი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება არ მიიღო, თუმცა აღინიშნა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.