საქართველოში ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი კი გარდაიცვალა. მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღიური დადებითი მაჩვენებელი, რომელიც 10,52 %-ს შეადგენს. ეპიდვითარების დასტაბილურების მიზნით, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის გაჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი.
რა მოლოდინები აქვთ სპეციალისტებს, – თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს.