საქართველო მეოთხე ტალღის თითქმის პიკურ პერიოდს უახლოვდება.
ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი კიდევ 5 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. აგვისტოს შემდეგ ასეთი მონაცემები დღეს პირველად დაფიქსირდა. გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. ამ მომენტისთვის ქვეყანას 29 000-მდე ინფიცირებული ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ათ დღეში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12 000-ით გაიზარდა. ეპიდემიოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღა დაიწყო. მობილობის გაზრდის და ვაქცინაციის მკვეთრად დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია. ექიმები უახლოეს პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან.