საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კვლავ მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღიური დადებითი მაჩვენებელი და ის 10,61% შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 430 ტესტი. გართულებული ეპიდვითარების ფონზე გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა, პრობლემებია ადგილებთან დაკავშირებით.