კორონავირუსით 21 წლის გოგო გარდაიცვალა. ის კლინიკაში 24 ივლისს შეიყვანეს და მკურნალობა 6 აგვისტომდე გრძელდებოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტს მძიმე სამედიცინო ისტორია ჰქონდა, მან ინფიცირებამდე რამდენიმე ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია გადაიტანა.
გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 40-ს აღწევს.მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იწურება. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო კვირაში საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეგულაციები დააწესოს.