ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ინდური შტამი მხოლოდ ერთი ჩვილის შემთხვევაში დადასტურდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში გართულებებით „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მცირეწლოვნების უფრო მეტი რაოდენობა ხვდება. ეპიდემიოლოგები ამ ტენდენციას „დელტა“ შტამის ცირკულირებით ხსნიან, რომელიც გადადების მაღალი ხარისხის გარდა, დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობითაც ხასიათდება. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. როგორც ჩანს, აცრის მსურველთა უმეტესობა „ფაიზერს“ ელოდება, რადგან „სინოფარმზე“ მოთხოვნა დაბალია. აცრის დაწყებიდან მეხუთე დღეს ჩინურ ვაქცინაზე მხოლოდ 35 000 ადამიანია რეგისტრირებული. დღეში საშუალოდ 5 000 მოქალაქე იცრება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, დღიურად აცრილთა რაოდენობა არ შეცვლილა.