აკრძალვების და მკაცრი კონტროლის მიუხედავად, გარევაჭრობა დედაქალაქის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
გამგეობების მიერ კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციისთვის შეთავაზებული ალტერნატიული ფართები ხშირ შემთხვევაში მიუღებელია გარე მოვაჭრეებისთვის, რომელთათვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აკრძალულ ადგილებზე ვაჭრობა და უნებართვო საქმიანობა კი სოლიდურ ჯარიმებს იწვევს, რაზეც ბოლო პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიც მიუთითებს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სადგურის მოედნის, ასევე რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.