საცობები თბილისში

პრობლემა, რომელიც ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

საცობები დედაქალაქის ყოველდღიურობად იქცა. სულ უფრო იზრდება უკმაყოფილო მოქალაქეების და მძღოლების რაოდენობა. როგორ უნდა განიტვირთოს ყველაზე გადატვირთული უბნები – სპეციალისტები მერიას ცალკეულ მონაკვეთებზე კვლევის ჩატარებას და პრობლემის გადაჭრის ხედვის შემუშავებას სთავაზობენ. ცალკე გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მგზავრების დიდი ნაწილი ავტობუსების არასაკმარის რაოდენობაზე და მოცდის დიდ ინტერვალზე წუხს. ვერ კონტროლდება პირბადეების ტარების რეგულაციაც. აფთიაქებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ნიღბების ტარების ვალდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შენარჩუნდა.