დედაენის ბაღში, გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ფლი მარკეტი გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, შემოსული თანხა მთლიანად გარემოვაჭრეებს გადაეცემათ.
როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, მერიამ თავდაპირველად მათ გარევაჭრობის უფლება მისცა, თუმცა, შემდეგ კვლავ აკრძალა და ალტერნატიულ ფართად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაუთმო, რაზეც გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს და ამ ფორმით მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს. გარემოვაჭრეები დედაენის ბაღში იმ პროდუქციას ყიდიან, რაც საახალწლო ბაზრობისთვის ჰქონდათ შეძენილი. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებთან მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. აქციის ორგანიზატორებმა კი განუმარტეს, რომ მათ სპეციალური ნებართვა არ სჭირდებოდათ. ფლი მარკეტი დღის ბოლომდე გაგრძელდება.