გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს დასკვნას გაასაჯაროებს

რამდენიმე საათში დღის ბოლოსთვის გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გამოაქვეყნოს დასკვნა და თქვას, რამ გამოიწვია დამანგრეველი სტიქია რაჭაში. მონაცემების დამუშავებაზე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისგან შემდგარი ექვსი ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.

რა გახდა სტიქიის მიზეზი, რომელმაც საკურორტო ზონა მიწასთან გაასწორა და შესაძლებელი იყო თუ არა მისი წინასწარ პროგნოზირება – თათია მაყაშვილი მუშაობს თემაზე და საუბარს დეტალებზე ახლა ის განაგრძობს.