ვენეციის კომისიის ანგარიში

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედი) ხმა.

ასევე, მოხსნილია პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები, პირობები, რომ პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების მინიმუმ ერთი წევრი „პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა“, რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ“. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ელემენტი დოკუმენტში კვლავ გადასაწყვეტი რჩება.