გარემოს დაცვის სამინისტრო რაჭაში განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნის ინიციატივით გამოდის. უწყება საკითხის დაყენებას პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე აპირებს. როგორც მინისტრის მოადგილის განმარტებით, ინვესტორი, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა, ამასთან, მან ვერ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა. მისივე განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აქტიური მუშაობა რაჭის ტყეებისა და მიმდებარე სოფლების საკითხზე.