27 წლის მედდის გარდაცვალების საქმეში, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს პირველადი ინფორმაციით, ახალციხის კლინიკაში დარღვევა არ იკვეთება. უწყებაში აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ აცრის შემდეგ დაწყებული გართულების სამართავად, ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა. ტრაგიკული შედეგის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად მოკვლევა გრძელდება. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ქართული მხარე მხოლოდ ადგილობრივი ძიებით შემოფარგლას არ აპირებს და პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას გეგმავს.