გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის განცხადება

გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და ადვოკატი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. მათი თქმით, ოცი წლის ფეხბურთელს, ვახტანგ ჩარკვიანს გაუკეთეს მორფინის გადაჭარბებული დოზა. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თემაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა განცხადებები გენერალურ პროკურატურასთან გააკეთეს.