საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც ხვალ 12 საათზე გაიმართება, რამდენიმე მღვდელმთავარი არ დაესწრება. მათი განმარტებით, მიზეზი წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებებია.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის განცხადებით, სინოდზე ვერ ჩავა იმის გამო, რომ ფოთს პერგამონის მიტროპოლიტი, იოანე სტუმრობს. სავარაუდოდ, სინოდის სხდომას ვერ დაესწრება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონიც. მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსი მელქისედეკი კი სინოდის სხდომაზე მომხდარი ფაქტების დეტალებს მოისმენს, შემდეგ კი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.